четверг, 15 ноября 2018 г.

"მათემატიკური ზარდახშა" აგრძელებს მუშაობას

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო
სსიპ ავ. დეკანოიძის სახელობის ქ. ქუთაისის 32 საჯარო სკოლაში, არსებული მატემატიკის წრე „მათემატიკური ზარდახშა“, აგრძელებს მუშაობას 2018-19 სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრში. წრეს უხელმძღვანელებს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თამარ მურუსიძე.  
 წრეში გაწევრიანება შეუძლიათ ჩვენი სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს სურვილისამებრ.


წრის მიზანი და პროგრამა

მატემატიკის წრის  მიზანია:
სახალისო ამოცანებით, თამაშებითა და თავსატეხებით, სიტუაციური ამოცანებით ლოგიკური, შემოქმედებითი და კრუტიკული აზროვნების განვითარება


წრის მუშაობა აქტუალურია, რადგან პროგრამა ხელს შაუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა, ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრაქტიკული ხასიათის პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა, აზროვნების კონცენტრაცია და დროის მენეჯმენტი, რაც აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს. 
2018-19 წლის პირველ სემესტრში ჩატარდება 5 მეცადინეობა ხოლო მეორე სემესტრში 8 მეცადინეობა
გთავაზობთ პირველი სემესტრის თემების ჩამონათვალსა  და შეხვედრების განრიგს.

#
თემის დასახელება

თარიღი

დრო

1
სიმბოლოთა კოდირება. მორზეს ანბანის გაცნობა.
10 ოქტომბერი
13:00-14:00
2
მორზეს ანბანის გამოყენებით სიტყვების და ციფრების დაწერა
24 ოქტომბერი
13:00-14:00
3
ტანგრამი. (კვადრატისგან ტანგრანის დაჭრა)
7 ნოემბერი
13:00-14:00
4
ტანგრამი. (ფიგურების შედგენა)
20 ნოემბერი
13:00-14:00
5
მებიუსის ლენტა
11 დეკემბერი
13:00-14:00

მეორე სემესტრის თემები და შეხვედრის განრიგი
#
თემის ჩამონათვალი
თარიღი
დრო
1
მარტივი და შედგენილი რიცხვების შესახებ
  • მარტივი და შედგენილი რიცხვები
  • მარტივ რიხვთა სიმრავლის უსასრულობა
  • ერატოსთენეს საცერი
  • რას უდრის მანძილი ორ მეზობელ მარტივ რიცხვს შორის
  • ტყუპი მარტივი რიცხვები
  • მარტივ რიცხვთა განაწილება
25 იანვარი
14:00-15:30
2
არითმეტიკული კურიოზები
15 თებერვალი
14:00-15:00
3
თვლის  სისტემები
7 მარტი
14:00-15:00
4
თვლის სისტემები/ ორობითი სისტემა
22 მარტი
14:00-15:30
5
ორიბითი სისტემის გამოყენების მაგალითები
5 აპრილი
14:00-15:30
6
რიცხვთა ჯადოსნური სამყარო
  • სიმეტრიული ნამრავლები
  • „მდგრადი“ კვადრატები
22 აპრილი
14:00-15:00
7
კვადრატში ახარისხების ორიგინალური ხერხი
10 მაისი
14:00-15:00
8
სახალისო და თავსატეხი ამოცანები 
31 მაისი
14:00-15:00

მორზეს ანბანის გაცნობა

პირველ შეხვედრის ამსახველი ფოტოები. მოსწავლეები დაფაზე წერენ ციფრებს, მორზეს ანბანის გამოყენებით.



მორზეს ანბანით სიტყვების და ციფრების წერა

მეორე შეხვედრის ფოტოები
















ტანგრამი. კვადრატი თავსატეხი

მოსწავლეებმა ისწავლეს კვადრატის დაჭრა ტანგრამის ფიგურებად.
გთავაზობთ მესამე შეხვედრის ფოტოებს












ტანგრამი. შევქმნათ ფიგურები

მოსწავლეებმა მეოთხე შეხვედრაზე მოიტანეს ტანგრამები (კვადრატის ნაწილები, მათი ხელით დამზადებული) და ტანგრამით შექმნეს სხვადასხვა ფიგურები, კაცუნები, სახლები, გემები, ჩიტუნები და ცხოველები. ძალიან იხალისეს, უხაროდათ ყოველი ახალი ფიგურის შექმნა. გთავაზობთ მეოთხე შეხვედრის ფოტოებს